პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობას ახალი MAN-ის მარკის ავტობუსები წარედგინა

Construction News

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა. პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე შედგა და მას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

ავტობუსები სულ 82 მგზავრზეა გათვლილი. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ახალი ტრანსპორტი მოსახლეობას ორშაბათიდან მოემსახურება. ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა.

წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე EURO 6 ემისიის სტანდარტისაა. თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

მსგავსი სტატიები