პირველი მცურავი ეკოპარკი მდინარე ჩიკაგოზე მოეწყობა

Construction News

SOM-მა მსოფლიოში პირველი მცურავი ეკოპარკის დიზაინი წარადგინა. პროექტის – The Wild Mile Chicago განხორციელება მდინარე ჩიკაგოზეა (აშშ) დაგეგმილი.

პროექტზე ეკოლოგებისა და აქტივისტების ჯგუფი “Urban Rivers” მუშაობს. ერთი მილის სიგრძის პროექტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო მენაშენეებთან და სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს ველური ბუნების წახალისებას, რეკრეაციული გარემოს შექმნას, ასევე ის საგანმანათლებლო მიზნებსაც ემსახურება. გარდა ამისა, ურბანულ გარემოში ეკოპარკი შესანიშნავი ადგილი იქნება, სადაც ადამიანები დასვენებასა და განტვირთვას შეძლებენ.

ეკოპარკის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

archdaily.com

მსგავსი სტატიები