პირველი აგვისტოდან ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი

Construction News

პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურს, თბილისის მერის განცხადებით, ფასიანი პარკირება ზონებად დაიყოფა და ფასებიც განსხვავებული იქნება.

პირველ აგვისტომდე ფასიანი პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება და საგზაო ნიშნებიც განთავდება. ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში  ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს. რაც შეეხება გადახდის ფორმას, ეს შესაძლებელი იქნება გადახდის აპარატებით. ასევე, ოფიციალური ვებგვერდის – parking.tbilisi.gov.ge-ის საშუალებით. ამასთანავე, სმარტფონებზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Tbilisi Parking და აქედანაც გადაიხდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიეწოდოს.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტების სახით მიეწოდება. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება.

მსგავსი სტატიები