პირბადის ტარების წესი დამტკიცდა

Construction News

პირბადის ტარების წესი დამტკიცდა.

რეგულაცია განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს, დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესსა და პირობებს.

დოკუმენტით დადგენილია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის მახასიათებლები.

პირბადის გამოყენება აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში;
  • სავაჭრო ობიექტებში;
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;
  • “სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დოკუმენტი ასევე გამონაკლის შემთხვევებსაც განსაზღვრავს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ და ჩამოტვირთეთ მიმაგრებული ფაილი – დადგენილება N368:

მსგავსი სტატიები