პეტერბურგში 2032 წლისთვის 29 ახალ მეტროსადგურს ააშენებენ

Construction News

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2032 წლისთვის მეტროს ახალი 29 სადგურის მშენებლობა იგეგმება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გეგმის განსახორციელებლად ყოველწლიურად პროექტისთვის 30 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. 2019 წელს კი მშენებლობისთვის 18 მილიარდი რუბლი დაიხარჯება.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტში 2020-2021 წლებში პროექტისთვის თანხები უკვე გათვალისწინებულია.

რუსული მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება 1 ტრილიონ რუბლამდე.

მსგავსი სტატიები