პერუში რვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

Construction News

პერუში რვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11-მა ადამიანმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

სტიქიამ ათობით სახლი დაანგრია და ნავთობის მილსადენებზე შეფერხება გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტის, მარტინ ვიზკარას განცხადებით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქები იურიმაგუადა ტარაპოტო დააზარალა. მიწისძვრამ სკოლები, საავადმყოფოები და ეკლესიები დააზიანა. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 2007 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს ჩრდილოეთით, ლორეტოს რეგიონი იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ეკუადორში და კოლუმბიაში.

მსგავსი სტატიები