პენტაგონი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდს გამოყოფს

Construction News

პენტაგონმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. წინასწარი ინფორმაციით, კედელი არა ბეტონისგან, არამედ  ფოლადისგან დამზადდება. ცნობილია ისიც, რომ კედლის სიგრძე 128 კილომეტრი იქნება.

ამერიკულმა გამოცემამ, The Washington Post მიიღო წვდომა იმ თავდაცვის დოკუმენტებზე, სადაც გაწერილია დეტალური გეგმა, თუ როგორ დააფინანსებს პენტაგონი კედლის მშენებლობას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება. მანამდე კი ტრამპმა Twittter-ზე კედლის პროექტის ფოტო გამოაქვეყნა.

მსგავსი სტატიები