პენტაგონი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

Construction News

პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად ერთი მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. 

ეს რესურსი პირველია, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გამოიყო. ტრამპის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კი ითვალისწინებს კონგრესის გვერდის ავლით კედლის ასაშენებლად დამატებითი რესურსების მოძიებას.

BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონის მიერ გამოყოფილი მილიარდი დოლარით კედლის 91-კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდება.

შეგახსენებთ, რომ ტრამპს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა არალეგალი მიგრაციის აღსაკვეთად უნდა. მის ამ მოსაზრებას მხარს არ უჭერენ დემოკრატები. საკითხის გამო, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათ დაუნი” დაფიქსირდა, რადგან კონგრესმა ბიუჯეტი არ დაამტკიცა, რითაც მექსიკის კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი თქვა.

მსგავსი სტატიები