პენსილვანიაში მასშტაბური სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება

Construction News

პენსილვანიაში სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე $50 მილიონი დაიხარჯება. ახალი თაობის ესპორტი (esports) და გასართობი ცენტრი ერთ სივრცეში მოექცევა. ფილადელფიის სპორტული კომპლექსი აშშ-ში, პენსილვანიის შტატში აშენდება.

სპორტული არენა 60,000 კვადრატული ფუტის ფართობს დაიკავებს და 3,500 მომხმარებელზეა გათვლილი.

worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, ესპორტის მშენებლობა ყველაზე ფართო პროექტი იქნება დასავლეთ ნახევარსფეროში. კომპლექსში 10,000 კვადრატული ფუტის ფართობი სამაუწყებლო სტუდიასა და სპორტულ აღჭურვილობებს დაეთმობა.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება.

მსგავსი სტატიები