პეკინის ახალ აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვა

Construction News

ჩინეთის დედაქალაქის ახალ, საერთაშორისო დონის აეროპორტ „დასინის“ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, ტესტირების ფარგლებში, პირველი თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა.

აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს არის დაგეგმილი.

საცდელი ფრენები აეროპორტში 15 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ინსპექტირება უნდა გაიაროს ოთხმა ასაფრენ-დასაფრენმა ზოლმა, ასევე განათების, დაშვებისა და სხვა სისტემებმა.

აეროპორტი „დასინი“ პეკინის სამხრეთში, ქალაქის ცენტრიდან 46 კილომეტრში მდებარეობს. მისი აშენების მთავარი მიზანი საერთაშორისო დონის აეროპორტ „შოუდუს“ გადატვირთვაა. ეს უკანასკნელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული აეროპორტია. ამ ორ აეროპორტს შორის მანძილი 67 კილომეტრია.

ახალ აეროპორტს 4 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ექნება და წელიწადში 620 ათას ავიარეისს მიიღებს. პროექტის მიხედვით, 2025 წლისთვის აეროპორტი
72 მილიონ ადამიანს უნდა მოემსახუროს და წელიწადში 2 მილიონი ტონა ტვირთი მიიღოს.

ria.ru

მსგავსი სტატიები