პეკინზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

Construction News

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ამჯერად, პეკინის გამზირზე ამოქმედდება.

თბილისის მერის განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო პავილიონები განთავსდება.

ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში. უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომობილები და კონკრეტული საპარკინგე ადგილებით უფასოდ ისარგებლონ. პარკინგი ასევე, უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, პარკინგი ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.

მსგავსი სტატიები