პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამშობლოს სიყვარულზე

სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და მთავრობის სხვა წევრები.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა:

დღეს პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე – ყველაფერზე იმაზე, რაც ასე ძალინ სჭირდება ქართველ ერს. ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთთანადგომა და ყველაფერი საუკეთესო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინდა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად ვუსურვებ, ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია, რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები