პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე “თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა

Construction News

პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე “თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს. სიახლის ინიციატორი პარლამენტის წევრი სოფო კილაძეა.

“თემატური მოკვლევის ჯგუფი“ 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. ჯგუფის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკომიტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების მიხედვით, გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.

ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან, სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს-ასოციაციები.

ცნობისთვის – “შრომის უფართხოების შესახებ“ ორგანული კანონი სრული დატვირთვით 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

მსგავსი სტატიები