პარიზში 50-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი მრავალსართულიანი ნაგებობა აშენდება

Construction News

5-წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, ფრანგულმა სასამართლომ შვედურ არქიტექტურულ კომპანიას Herzog & de Meuron პარიზში მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობის ნებართვა მისცა. შენობაში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს 120 ოთახი და საოფისე სივრცე განთავსდება.

180 მეტრის სიმაღლის შენობას განსხვავებული დიზაინი და სამკუთხედი ფორმა ექნება. პარიზში მსგავსი სიმაღლის შენობა ბოლოს 1969 წელს აშენდა: ეს იყო 210 მეტრის სიმაღლის Montparnasse Tower.

1978 წელს დაარსებულმა არქიტექტურულმა კომპანიამ პირველად პროექტი 2008 წელს წარადგინა. მაშინ “Triangle Tower”-ის მშენებლობა €500 მილიონად იყო შეფასებული. თავდაპირველად, შენობის ესთეტიკური მხარის კრიტიკის გამო, პროექტის განხორციელება 2014 წლამდე შეწყდა. მოგვიანებით, 2015 წელს მშენებლობის შესახებ განხილვებმა სასამართლოში გადაინაცვლა. თუმცა ამჯერად ფრანგულმა სასამართლომ დავა შვედური კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის იქნება მზად.

მსგავსი სტატიები