პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერი ხანძარია

Construction News

საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერი ხანძარია, რის შედეგადაც კომპლექსის სამრეკლო ჩამოიშალა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ტაძარში მიმდინარე სარსტავრაციო სამუშაოები სახელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის კერა ტაძრის სხვენშია. ადგილზე მობილიზებულია  პარიზის სახანძრო სამსახური და გამოცხადებულია ევაკუაცია. ისტორიულ ძეგლზე გაჩენილი ხანძრის შესახებ სახანძრო სამსახურმა შეტყობინება პარიზის დროით 18:50 საათზე მიიღო.

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – წერს საფრანგეთში საქართველოს საელჩო.

ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი  Notre Dame de Paris ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება. ხუთნავიანი ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა და მთავარი კორპუსი 1196 წელს დასრულდა.


მსგავსი სტატიები