საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 8-სართულიან შენობაში ღამის პირველ საათზე გაჩნდა.
ადგილზე დაახლოებით 200 მაშველი-მეხანძრე მუშაობს. ხანძრის გამო, მიმდებარე სახლების მცხოვრებლების ევაკუაციაც განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ria.ru