საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ხანძარი, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განზრახ გააჩინეს.
40 წლის ქალს, რომელმაც ხანძარი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გააჩინა, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი 5 თებერვალს გაჩნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 250 მაშველი-მეხანძრე მონაწილეობდა. ხანძრის გამო, მიმდებარე სახლების მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.
ntv.ru