პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

Construction News

საფრანგეთის დედაქალაქში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთს სხეულის 20%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მობინადრეების ევაკუაცია 5 საცხოვრებელი კორპუსიდან განხორციელდა.

ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, აფეთქება სახლში, სადაც 70 ადამიანი ცხოვრობს, ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ბინა და კიბის უჯრედი დაზიანდა, ხოლო ფასადის ნაწილი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით დაუდგენელია ინციდენტის გამომწვევი მიზეზი. თუმცა, გავრცელებული ცნობით, აფეთქებამდე საცხოვრებელ სახლში გაზის სუნი იყო.

მსგავსი სტატიები