პარიზის პროკურორი ტაძარში ხანძრის განზრახ გაჩენას გამორიცხავს

Construction News

პარიზის პროკურორი ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის განზრახ გაჩენას გამორიცხავს. ამის შესახებ რემი ჰეიტზმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

პროკურორის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით  სარესტავრაციო სამუშაოებზე დასაქმებული 5 სხვადასხვა კომპანიის 15 მუშაკის გამოკითხვა მიმდინარეობს. მისივე ცნობით, პარიზის პოლიციამ საქმის გამოსაძიებლად 50 გამომძიებლის მობილიზება მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ ნოტრ-დამში ძლიერი ხანძარი გუშინ გაჩნდა. მეხანძრეები ცეცხლს ცხრა საათის განმავლობაში აქრობდნენ.  ინციდენტის შედეგად 850 წლის ტაძრის შპილი და სახურავი ჩამოინგრა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში ხანძრის გაჩენას სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირებდნენ. მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული.

მსგავსი სტატიები