“პარაგრაფი” ევროპის საუკეთესო ფრენჩაიზის სასტუმროების ნომინაციაზე პირველ სამეულშია

Marriott International-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულში წარადგინა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართება.

სასტუმრო “პარაგრაფი” მოიცავს 220 ნომერს, ასევე 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმს, ბავშვთა გასართობ სივრცეს, ზამთრის ბაღს, საკონფერენციო დარბაზებსა და რესტორნებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ პირველი სასტუმროა, რომელიც Marriott-ის ქსელის Autograph Collection-ის ბრენდის სტატუსით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

მსგავსი სტატიები