პანკისში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას ადგილობრივებისა და დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმებს შორის დაპირისპირება მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს გაეწია, აქედან 12 ადგილობრივი მოსახლეა, 15 კი სპეცრაზმის თანამშრომელი.
აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთდ ადგილობრივებთან მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გამართა.