პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი ადიდებულ ალაზანს მიაქვს

Construction News

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ პანკისში, „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები 21 აპრილს, პოლიციის თანხლებით განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა პოლიციის მანქანებსა და ტრაქტორს ცეცხლი წაუკიდეს.

ვიდრე ისინი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას შეძლებდნენ, ტრაქტორმა მდინარე ალაზნის კალაპოტში ორას მეტრამდე არხის გაჭრა მოასწრო ორი მეტრი სიმაღლის მილსადენის ასაგებად, რომელშიც მდინარე ალაზნის დიდი ნაწილი უნდა მოექცეს 4.5 კილომეტრზე, ძიბახევიდან ხადორამდე.

მსგავსი სტატიები