პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა შეჩერდა

Construction News

ადგილობრივების ნაწილი პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებთან იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის ჰესის მშენებლობა შეჩერებულია.

კახა საბანაძე სთავაზობს აქციის მონაწილეებს წავიდნენ თელავში და საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ.

„მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა”- განაცხადა საბანაძემ

მანამდე, სოფელ ბირკიანში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მსგავსი სტატიები