“ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

Construction News

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3,750,000 ლარით დაფინანსდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს.

თავდაპირველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2019 წელს კორპუსების მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. აღნიშნული თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა რეგისტრაცია ამჯერად აჭარის მთავრობის შენობაში მიმდინარეობს. რეგისტრაცია 2019 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება. „ოცნების ქალაქში“ აღრიცხული 1,727 ოჯახიდან დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია 85-ს არ გაუვლია.

მსგავსი სტატიები