“ოცნების ქალაქის” მოსახლეობის ახალი საცხოვრებლის მშენებლობისთვის 10 მილიონი დაიხარჯება

Construction News

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე რეგისტრაცია ორ კვირაში დასრულდება. პროცესი თებერვლიდან დაიწყო და 1,727 ოჯახიდან დაახლოებით 200-ზე მეტია დარჩენილი.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით,  საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მეჯინის წყლის დასახლებაში 9,327 კვადრატული მეტრის ფართობზე წელს დაიწყება. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სახლის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამ ეტაპზე ბინების გადანაწილების 6-პუნქტიანი კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა ადგილობრივებმა მიიღეს. საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან შშმ პირები, მრავალშვილიანი და მრავალსულიანი გასაყოფი ოჯახები, ომის ვეტერანები, მარჩენალ დაკარგული მარტოხელა დედები, დამეწყრილი და უსახლკარო ოჯახები.

მსგავსი სტატიები