“ორბი ჯგუფმა” ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს

Construction News

საქართველოს მთავრობამ  „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ 5 წლის ვადაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

უძრავი ქონება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარეობს.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა 5 წლის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით, ასევე უნდა განთავსდეს კომერციული დანიშნულების ფართები, კვების ობიექტები, სპორტულ მოედნები.

ამასთან, ინვესტორს ეძლევა უფლება, განახორციელოს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც შესაძლოა, ადგილზე არსებული უძრავი ქონების დემონტაჟსაც მოიცავდეს.

მსგავსი სტატიები