ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და შვიდი მიმდებარე ქუჩა მალე გაიხსნება

Construction News

მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში მდებარე ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული რეაბილიტაცია მომავალი თვის დასაწყისში დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პროექტის ფარგლებში 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აქედან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდა, რომელიც, დაახლოებით, 170 ავტომანქანაზეა გათვლილი.

„როგორც ევროპულ ქალაქებშია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე არის გაკეთებული – ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სტატიები