ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულდა

Construction News

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულდა.

მალე ყოფილი ორბელიანების სასახლე აღიჭურვება ინვენტარით, რომელიც საქართველოში ამ ტიპის საცხოვრებელი რეზიდენციების მოსაწყობად გამოიყენებოდა. მათი მოძიება ადგილობრივ ოჯახებში მოხერხდა, ნაწილი შეირჩა საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური თვალსაზრისითაც მეორადი ავეჯის შესყიდვა უფრო გამართლებული იყო ჩვენთვის. სასახლის მოსაწყობი ინვენტარის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცემა”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ როგორც კი ორბელიანების სასახლე თავის ისტორიულ იერსახეს აღიდგენს, შენობაში სამუზეუმო სივრცე მოეწყობა, რომელიც მნახველთათვის გაიხსნება.

მსგავსი სტატიები