ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე 5,500,000 ლარის ტენდერი გამოცხადდა

BDO.ge

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული. მუზეუმში სულ 14,000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი ინახება.

ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

მსგავსი სტატიები