ოკლაჰომას ქალაქ ელ-რენოში სტიქიურ უბედურებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაღუპულთა ვინაობას მას შემდეგ გაასაჯაროვებენ, რაც ოჯახის წევრებს მათ გარდაცვალებას აცნობებენ.
აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში ტორნადო თითქმის ერთი კვირაა მძვინვარებს. ტორნადოს თან გადაუღებელი წვიმაც ერთვის. უხვი ნალექის გამო, ადგილობრივები შტატის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სტიქიამ სასტუმრო და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.