ოზურგეთში წვერმაღალას პარკი გაიხსნა. დასასვენებელი ზონა ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს და 4 ჰექტარი მიწის ფართობი უჭირავს.
ტერიტორიაზე გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მეორე იარუსზე ასვლა 197-საფეხურიანი კიბით არის შესაძლებელი. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღიც გაშენდა, მოეწყო დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.
პარკის კეთილმოწყობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა და ის დამთვალიერებლისთვის ყოველ დღე დილის 10-დან 19-საათამდე იქნება ღია.