ოზურგეთში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო

Construction News

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან შერეული ტიპის ტყეში ხანძარია. იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

მსგავსი სტატიები