ოზურგეთში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

Construction News

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მუშაობდა 80 მეხანძრე-მაშველი. მათ შორის, დამატებითი ცოცხალი ძალა აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები