ოზურგეთში თეატრის რეაბილიტაციაზე 18 მილიონი დაიხარჯება

Construction News

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული.

1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები