უკრაინაში, ოდესის ოლქში დასასვენებელ კომპლექსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20 ერთსართულიანი სახლი, 2 ორსართულიანი კორპუსი და 1 სამსართულიანი კორპუსი დაიწვა.
ცეცხლი დილის საათებში გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი 800 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.


odessa.online