ნუცუბიძის ქუჩაზე მშენებლობას აპროტესტებენ

Construction News

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები საკუთარი საცხოვრებელი შენობის წინ მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ახალი შენობის აშენების შემთხვევაში აღარ ექნებათ სკვერი, შემცირდება საპარკინგე ადგილები, ასევე აღარ შევა მზე მათ საცხოვრებლებში.

აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერიას მიმართეს თხოვნით რეაგირებისთვის.

მათივე თქმით, მშენებლობა დაწყებულია უკანონოდ და სამართლებრივი გზით აპირებენ საკუთარი ინტერესების დაცვას.

მსგავსი სტატიები