ნუცუბიძის ქუჩაზე ახალ მშენებლობას აპროტესტებენ

Construction News

ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობამ დილიდან გზა გადაკეტა.

აქციის მონაწილეები მათ საცხოვრებელთან ახლოს, ახალ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ახალ 15 სართულიან კორპუსსა და მათ საცხოვრებელს შორის, მხოლოდ სამი მეტრი დაშორება რჩება.

ასევე აღნიშნავენ, რომ მრავალ სართულიანი ახალი შენობა კიდევ უფრო მეტად გადატვირთავს მიმდებარე ტერიტორიას და აღნიშნული მშენებლობა მათთვის მიუღებელია.

ახალი მშენებლობის ნებართვა, მიმდინარე წლის მარტში გაიცა. მშენებლობას იბა “დელისი 3” აწარმოებს.

მსგავსი სტატიები