ნუცუბიძეზე ახალ მშენებლობას აპროტესტებენ

BDO.ge

თბილისში, ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივების განცხადებით, მათი საცხოვრებელი ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სკვერი გაიყიდა და ამ ადგილზე შპს “ელიტ პალასი” ორი 17 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ აღნიშნულ მშენებლობას და შეეცდებიან შეაჩერონ პროცესი. მათი განცხადებით, გარდა იმისა რომ მწვანე სივრცე განადგურდება და სკვერის ადგილზე კორპუსები აშენდება, მშენებლობის პროცესში იქნება მტვერი და ხმაური.

მსგავსი სტატიები