ნურისა და არდაგანის ტბებზე წყლის ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობა გაუმჯობესდა

Construction News

ბათუმში, ნურისა და არდაგანის ტბებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში ტბების ირგვლივ მექანიკური გაწმენდა ხორციელდება.

სპეციალისტები ტბებს შლამისაგან, ნარჩენებისა და წყალმცენარეებისაგან ათავისუფლებენ, რაც ტბაში ჟანგბადის მოხმარების გადაჭარბებას იწვევს.

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ბათუმის წყლის” თანამშრომლები ტბებზე მონიტორინგსა და გაწმენდით სამუშაოებს ყოველდღიურად ასრულებენ. ასევე რეგულარულად ხორციელდება ქიმიური ანალიზების აღება. შედეგების თანახმად, წყლის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობა გაუმჯობესებულია.

ნურისა და არდაგანის ტბების გაწმენდითი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

წყარო: ბათუმის მერია

მსგავსი სტატიები