ნოტრ-დამი რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლოა ეკოლოგიურად სუფთა შენობა გახდეს

Construction News

ფრანგმა არქიტექტორმა ვინსეტ ქელებაუმმა( Vincent Callebaut) ნოტრ-დამის რეკონსტრუქციის პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით, ტაძარი ეკოლოგიურად სუფთა იქნება, რომელსაც იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავება შეეძლება, ვიდრე მოიხმარს.

პროექტის კონცეფცია გულისხმობს ტაძრის სახურავის ჯვარედინი, ლამინირებული ხისგან აშენებას. სახურავს ბროლის ფორმის ნახშირბადის, წყალბადის, აზოტისა და ჟანგბადის შემცველი ფირფიტები ექნება, რომელსაც მზის სინათლის შთანთქმა შეეძლება. საბოლოოდ, სინათლე ენერგიად გადაიქცევა.  

Dezeen-ის ინფორმაციით, სახურავის ნაწილს ურბანული მეურნეობისთვის გამოიყენებენ, რაც ხილისა და ბოსტნეულის დათესვას გულისხმობს. არქიტექტურული ფირმის გაანგარიშებით, წელიწადში ერთ კვარდატულ მეტრზე 25 კილოგრამი ბოსტნეულის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

არქიტექტორის თქმით, შესაძლოა გოთიკურმა ტაძარმა სრულიად ახალი სახე მიიღოს.

მსგავსი სტატიები