ნოტრ-დამი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს-საფრანგეთის სენატი

Construction News

საფრანგეთის სენატმა განიხილა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნოტრ-დამი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს. კანონპროექტის თანახმად, ტაძრის სახურავსა და შპილს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ისეთი იქნება, როგორც ხანძრამდე.

კანონპროექტი საფრანგეთის ზედა პალატის მიერ ჩასწორდა, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატის ეროვნული ასამბლეის მიერ შედგენილი ტექსტი დაუმატეს. გარდა ამისა, კანონპროექტიდან ამოიღეს ტექსტი, რომლიც შეეხებოდა გარემოსდაცვით და მემკვიდრეობის წესებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განხილული კანონპროექტს არ ეთანხმებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა კანონპროექტამდე ტაძრის პროექტისთვის  საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.

მსგავსი სტატიები