ნოტრ-დამის აღსადგენად შესაძლოა 3D პრინტერი გამოიყენონ

Modern Roofing

ჰოლანდიურმა კომპანიამ საფრანგეთს ნოტრ-დამის აღსადგენად 3D პრინტერის გამოყენება შესთავაზა.

კომპანია „Concr3de“ განცხადებით,  ძველი მასალებისა და ახალი ტექნოლოგიის გაერთიანებით ტაძრის რეკონსტრუქცია დაჩქარდება და ნოტრ-დამი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოიყენებენ მცირე ზომის 30x30x30 სანტიმეტრის 3D პრინტერს.

Dezeen-ის ინფორმაციით, აღნიშნული 3D პრინტერით ბეჭდვა შესაძლებელია 0.1 მილიმეტრის სიზუსტით და გამოიყენაბა ქვისა და მსგავსი ტიპის მასალებისთვისაც.

შეგახსენებთ რომ, ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს მოხდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა ტაძრის შპილი და ჩამოინგრა სახურავი.

მსგავსი სტატიები