გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ნოტინგემში £300 მილიონი ღირებულების შერეული ტიპის მსხვილი სამშენებლო პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტი გულისხმობს სტუდენტური საცხოვრებლის, დასასვენებელი ცენტრისა და ოფისების მშენებლობას.
constructionenquirer- ის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით აშენდება 900 სახლი, 700 სტუდენტური საცხოვრებელი, ხოლო კომერციული სივრცე 630,000 კვ.მ ფართობს დაიკავებს.
პროექტის მიხედვით „Linear Park“-ში, სადაც 20 წლის განმავლობაში ქიმიკოსთა ლაბორატორია იყო განთავსებული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.