ნორვეგია–პოლონეთის გაზსადენის მშენებლობაზე ევროკომისია €215 მილიონს გამოყოფს

Construction News

პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის დამაკავშირებელი გაზსადენის Baltic Pipe მშენებლობაზე ევროკომისია დაფინანსების სახით 215 მილიონ ევროს გამოყოფს.

პროექტისთვის გრანტის გამოყოფის შეთანხმებას ხელი ბრიუსელში მოეწერა, სადაც ევროკავშირის საბჭომ გაზის ევროპულ ბაზარზე წესების განმსაზღვრელ დირექტივაში საბოლოო შესწორებები შეიტანა. ინფორმაციას ევროკომისიის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პროექტის თანახმად, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩრდილოეთის ზღვიდან პირველ გაზს ამ მარშრუტით 2022 წელს მიიღებენ.

მსგავსი სტატიები