ნორვეგიაში ქარის ენერგიის სადგურებისთვის 13 ახალი ლოკაცია შეარჩიეს

Modern Roofing

“ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა” (NVE) ქვეყნის მასშტაბით ქარის ენერგიის გენერირებისთვის 43 სავარაუდო ლოკაცია განიხილა. მათ შორის არჩეული 13 ლოკაციის საერთო ფართობი 16,705 კვადრატული კილომეტრია.

ანალიზმა აჩვენა, რომ ქარის ენერგიის ასათვისებლად ქვეყნის სამხრეთ ტერიტორია ყველაზე მოსახერხებელია.

Dailymail-ის ინფორმაციით, ნორვეგიაში ქარის ენერგიის წარმოების სფეროში ინვესტიციები თანდათან იზრდება. ბოლო მონაცემებით, აქამდე ქვეყანამ 1,7 გეგავატი ქარის ენერგია აწარმოა, რასაც მიმდინარე მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ 1,8 გეგავატი დაემატება.

ცნობისთვის, 2018 წლის ბოლოს ნორვეგიაში 35 სხვადასხვა სადგურზე 610 ქარის ტურბინა ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე ქვეყნის ენერგო პროდუქციის 94% (136 ტერავატი/საათში) ჰიდროენერგიაზე მოდის.

მსგავსი სტატიები