ნოდარ ბოხუას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Construction News

თბილისში, დიდუბის რაიონში ნოდარ ბოხუას ქუჩის ქვედა მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ 3,700 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი განახორციელა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი იგება.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ნოდარ ბოხუას ქუჩის ზედა მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ფართობი 4,000 კვ.მ-ია, რამდენიმე თვის წინ დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ტროტუარი და ბორდიური. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

მსგავსი სტატიები