ნიუ მექსიკოში, აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

Construction News

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.  შედეგად 12 ადამიანია დაშავებული. ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, აფეთქება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ფოიერვერკების ტრანსპორტირების დროს მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, აფეთქება აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა.

აფეთქების მიზეზების დადგენაზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სტატიები