ნიუ-იორკში $70 მილიონად შეფასებული თავისუფლების ქანდაკების მუზეუმი გაიხსნება

Construction News

აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკების მუზეუმი 16 მაისს გაიხსნება. შენობის დიზაინზე ადგილობრივი კომპანია FXCollaborative და მისი ხელმძღვანელი ნიკოლას გარისონი მუშაობდა.

მუზეუმს 26,000 კვადრატული ფუტის (2,400 კვ.მ) ფართობი უჭირავს და მისი არქიტექტურული სქემა ისეა შემუშავებული, რომ იქმნება ილუზია, თითქოს თავისუფლების ქანდაკება ჰაერშია აწეული. ამ ეფექტის მისაღწევად გამოიყენეს ე.წ. ,,ანგულარული” (კუთხური) დიზაინის ტექნოლოგია და ისეთი მასალები როგორებიცაა გრანიტი, სპილენძი და თაბაშირი.

შენობა ნიუ-იორკის ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს და ის 70 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. მუზეუმს რამდენიმე პავილიონი აქვს, მათ შორის ერთი სახურავზეა განთავსებული.

Archdaily-ს ინფორმაციით, ნაგებობაში განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრისთვის საჭირო არეალები და მას ყოველდღიურად 30,000 ვიზიტორის მიღება შეუძლია. გარდა მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენებისა, მნახველები ,,ვირტუალური კინოთეატრითაც” ისარგებლებენ.

მსგავსი სტატიები