ნიუ-იორკში $105 მილიონის ღირებულების რკინიგზის სადგურის მშენებლობა იგეგმება

Construction News

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ, ახალი რკინიგზის სადგურის მშენებლობა დაანონსა.

პროექტის განხორციელებისთვის 105 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული და ის პირველი, სრული დატვირთვით ამოქმედებული სადგური იქნება, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე.

ვარაუდობენ, რომ ახალი სადგური განტვირთავს მოძრაობას და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნის.

სადგურის მშენებლობა “ბელმონტ პარკის” რეკონსტრუქციის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 1,26 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი.

ბელმონტის პროექტი დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას წინსვლაში, მოსახლეობისთვის თანამედროვედ აღჭურვილი გარემო მოეწყობა, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი და გამომუშავდება ასობით მილიონი დოლარი. ჩვენ მილიონობით ვიზიტორს გადაადგილების სწრაფ და მოსახერხებელ საშუალებას შევთავაზებთ” – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ბელმონტ პარკის დეველოპერი “New York Arena Partners” $97 მილიონის ინვესტირებას გეგმავს სადგურის მშენებლობის პროექტში, ხოლო დარჩენილი $8 მილიონი სახელმწიფოს დაფინანსება იქნება.

მსგავსი სტატიები