ნიუ-იორკში შემინული ფასადით ცათამბჯენების მშენებლობის აკრძალვას განიხილავენ

Construction News

სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების მიზნით, ნიუ-იორკში შესაძლოა შემინული ფასადით ცათამბჯენების მშენებლობა აიკრძალოს.

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს შეფასებით, მსგავსი ცათამბჯენები არაეფექტურია და ისინი ენერგიის აკუმულირებას უშლიან ხელს. მერი გეგმავს მშენებლობის დასარეგულირებლად ახალი კანონპროექტი წარადგინოს, რომელიც უკვე არსებულ შენობებსაც დაუწესებს გარკვეულ შეზღუდვებს.

დე ბლასიომ მედიას ასევე წარუდგინა ნიუ-იორკის გეგმა კლიმატის ცვლილების შესახებ. 14 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ინიციატივა ქალაქის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკში სათბურის გაზების გამოყოფა 2030 წლისთვის 30%-ით უნდა შემცირდეს.

მსგავსი სტატიები